logo_geo
eng_logo
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის, ფარმაცევტს საქმიანობის უფლება 3 წლით შეუჩერდება
- +

4 აგვისტო. 2016. 17:50



ფსიქოტროპულ აფთიაქებზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტს შეუჩერდება პროფესიული საქმიანობის უფლება 3 წლის ვადით.


ასევე, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, აფთიაქის მფლობელს შეეზღუდება ნებართვის აღება 3 წლის ვადით.


ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეიქმნება რეესტრი, სადაც აღირიცხება კანონდამრღვევი აფთიაქების მფლობელები და ფარმაცევტები.


ფსიქოტროპული აფთიაქის ნებართვას ვერ მიიღებს ნასამართლევი და სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე პირი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner