logo_geo
eng_logo
აშშ, NATO, ეუთო და ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად მუშაობას გააგრძელებენ
- +

2 თებერვალი. 2022. 13:52

 

 

აშშ, NATO, ეუთო და ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად მუშაობას გააგრძელებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის წარმომადგენელმ, ნედ პრაისმა განაცხადა.

 

მისი თქმით, 1 თებერვალს ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე ზბიგნევ რაუსთან და საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეფ ბორელთან.

 

მისივე თქმით, ბლინკენმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და განიხილა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობის ფონზე.

 

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო კოორდინაციას და დიპლომატიური გამოსავლის ძებნას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner