logo_geo
eng_logo
ზაზა მარიდაშვილი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ საქართველოსთვის გაიხსნას თურქეთის ბაზარი სრულიად დროულია და აუცილებლად გამოიწვევს წამლებზე ფასების კლებას
- +

2 თებერვალი. 2022. 17:06

 

 

„როგორც სამთავრობო გადაწყვეტილებაშია ნათქვამი თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რომლის ღირებულება გაცილებით უფრო დაბალი იქნება“, - ასე ეხმიანება იურისტი ზაზა მარიდაშვილი პრემიერის ინიციატივას მედიკამენტებზე ფასების კლებასთან დაკავშირებით.

 

როგორც იურისტი განმარტავს, საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე ეს თავისთავად გამოიწვევს საქართველოს ბაზარზე ფასების ცვლილებას და საგრძნობ დაწევას.

 

„მედიკამენტების ფასებმა მართლაც რომ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია, რაც დიდ სირთულეებს უქმნის საზოგადოების საგრძნობ ნაწილს; ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ საქართველოსთვის გაიხსნას თურქეთის ბაზარი სრულიად დროულია და აუცილებლად გამოიწვევს წამლებზე ფასების კლებას; როგორც სამთავრობო გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რომლის ღირებულება გაცილებით უფრო დაბალი იქნება; საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე ეს თავისთავად გამოიწვევს საქართველოს ბაზარზე ფასების ცვლილებას და საგრძნობ დაწევას. ამ ინიციატივის მიმართ სკეპტიციზმი უადგილოა და აი, რატომ: თუ არ ივარგებს თურქეთიდან შემოტანილი წამლები, შესაბამისად, არ გაიყიდება და კონკურენციას ვერ გაუძლებს; მეორეს მხრივ, თუ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები ხარისხიანი და ამავე დროს, იაფიც იქნება, ეს ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ წამლებზე ფასებმა უნდა დაიწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქართულ ბაზარზე არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ; თუ ყოველივეს ამ კუთხით მივუდგებით, ადვილად აღმოვაჩენთ, რომ ყველა ვარიანტში გამარჯვებული მომხმარებელი დარჩება!“ - წერს ზაზა მარიდაშვილი Facebook- ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner