logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
- +

4 აგვისტო. 2016. 17:51


 

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოში მისული გამომძიებლის ბექა კვიციანის თქმით, გამოძიების საბოლოო შედეგებს პროკურატურა მოგვიანებით გაავრცელებს.


გამოკითხვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ეხებოდა. პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში გამოკითხვა მისი და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.


ამასთან, მთავარ პროკურატურაში უკვე გამოკითხეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. პროკურატურის შუალედური ინფორმაციის მიხედვით, არც ერთ მათგანს ზეწოლის ფაქტი არ დაუდასტურებია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner