„ჯო ბაიდენმა ევროპაში დამატებითი ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაამტკიცა“, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, 2 ათასი სამხედრო პოლონეთში განთავსდება. ჯარისკაცთა ნაწილის განთავსება იგეგმება ევროპაში ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის უკრაინის მოსაზღვრე რუმინეთში. ოფიციალური პირის ინფორმაციით, დამატებითი ჯარების გაგზავნა ევროპაში უახლოეს დღეებში მოხდება.
მედიის ცნობით, აშშ-ში სულ 8 500 სამხედროა მოყვანილი მზადყოფნის რეჟიმში, საჭიროების შემთხვევაში მათი ევროპაში გადასროლის მიზნით.
„სიენენი“ წერს, რომ ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის მიერ დამატებითი ჯარების გაგზავნა არის მხარდაჭერის დემონსტრირება ევროპელი მოკავშირეების მხრიდან, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან მასშტაბური შეიარაღებული ძალების მობილიზების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.