logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის გარშემო ათასგვარი ინსინუაციების მომსწრენი ვართ: ხან სიკვდილის პირასაა, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ჰალუცინაციები აქვს, არადა ყოველდღე განცხადებებს წერს
- +

2 თებერვალი. 2022. 19:54

 

 

„საგამოძიებო კომისიების შექმნის წინააღმდეგი არ ვართ, თუ ეს ობიექტური მოცემულობით არის განსაზღვრული, თუმცა, ვერ ვხედავ ამ ობიექტურ მოცემულობას, რადგან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ათასგვარი ინსინუაციების მომსწრენი ვიყავით - ხან ისე შიმშილობს, რომ სიკვდილის პირას არის მისული, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„არანაირი საბოტაჟი, რადგან ხატია დეკანოიძემ რაღაც სიტყვა თქვა, ეს უკვე ფორმირდება როგორც მოცემულობად? - ეს არის მათ მიერ პროცესის პროვოცირება. საგამოძიებო კომისიის მცნება ჩვენ გავაჩინეთ პარლამენტში და ეს რეგლამენტირებულია. ამიტომ, საპროცედურო ომი ვერ იქნება. არ ვართ საგამოძიებო კომისიების შექმნის წინააღმდეგი, თუ ეს ობიექტური მოცემულობით არის განსაზღვრული, თუმცა, ვერ ვხედავ ამ ობიექტურ მოცემულობას, რადგან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ათასგვარი ინსინუაციების მომსწრენი ვიყავით - ხან ისე შიმშილობს, რომ სიკვდილის პირას არის მისული, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ფსიქიკურად ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ჰალუცინაციები აქვს და გონებას კარგავს. არადა ყოველ დღე ვიღაცები წერენ მისი სახელით პოლიტიკურ პოსტებს და განცხადებებს. აქ გვაქვს მცდელობა, რომ აარიდონ პატიმრობას მსჯავრდებული. ხან წამებას მოიშველიებენ, ხან სიგიჟეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner