logo_geo
eng_logo
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ვლადიმერ პუტინი შეადარა საქათმის თავზე მყოფ მელას, რომელიც ყვირის, რომ ქათმების ეშინია
- +

2 თებერვალი. 2022. 20:00

 

 

თეთრი სახლის პრესსპიკერმა რუსეთის პრეზიდენტი შეადარა საქათმის თავზე მყოფ მელას, რომელიც ყვირის, რომ ქათმების ეშინია.

 

ჯენ ფსაკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინის და უკრაინელების საფრთხეზე ყვირის, მაშინ, როდესაც ათასობით ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან თავად ჰყავს მობილიზებული.

 

თეთრის სახლის პრესსპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია, დიპლომატიისთვის კარი ღია დარჩეს, თუმცა აშშ მხარს დაჭერს უკრაინას.

 

„მელა როდესაც საქათმის სახურავიდან ყვირის, რომ ქათმების ეშინია, რასაც ახლა არსებითად ისინი აკეთებენ, ეს შიში ფაქტების კონსტატაციად ვერ ჩაითვლება. როგორც ხედავთ, პრეზიდენტი პუტინი ყვირის უკრაინის და უკრაინელების საფრთხეზე. ჩვენ ვიცით, ვინ არის მელა ამ საქმეში. ჩვენ ვნახეთ ჯარების მობილიზაცია საზღვრებთან“, – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

 

თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოეხმაურენ. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს ტრადიციულად დათვს ადარებდნენ და სურვილის მიუხედავად, საქათმის სახურავზე ვერ აძვრება, რადგან ამისთვის საკმაოდ დიდი და მძიმეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner