„საქართველო ყველაზე უკეთ ხვდება, რა ხდება ახლა უკრაინაში. თქვენი პარლამენტის შედეგიანი და ფოკუსირებული რეაქცია მისასალმებელია“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამოხატული მხარდაჭერა უკრაინისადმი, შეინარჩუნებს სიმშვიდეს და პრობლემის დიპლომატიურ მოგვარებას შეუწყობს ხელს.
„დარწმუნებული ვარ, ყველას შეუძლია რაღაცის გაკეთება თუ იქნება ამის პოლიტიკური ნება და სურვილი - საქართველოს კი ორივე აქვს“,- აღნიშნა მინისტრმა.