logo_geo
eng_logo
„ჩვენი მხრიდან არანაირ შეჩერებას ადგილი არ ჰქონია“ - თბილისის არქიტექტურის სამსახური თამარ იარაჯულს პასუხობს
- +

2 თებერვალი. 2022. 20:16

 

 

თბილისის არქიტექტურის სამსახური თამარ იარაჯულის Facebook პოსტს გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, იარაჯულმა არქიტექტურის სამსახურს 2019 წელს ორჯერ მიმართა. პირველად მან უარი მარტის თვეში გაუნაშენიანებელი ტერიტორიის გამო მიიღო, რომელიც გრგ-თი საჭიროებდა განვითარებას.

 

მას შემდეგ რაც იარაჯულმა მეორედ მიმართა არქიტექტურის სამსახურს, სამსახურმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. არქიტექტურის სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას თან ურთავს დოკუმენტს. როგორც უწყება განმარტავს, გრგ-ს დამუშავება დიდ დროსთან იქნებოდა დაკავშირებული, ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება და 01.14.01.001.184 საკადასტრო კოდზე იარაჯულს უფლება მისცეს მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ გამოეყენებინა.

 

„ქალბატონო თამარ, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წელს მიმართეთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად ორჯერ. პირველ ჯერზე (04.03.2019) უარის მიზეზი იყო გაუნაშენიანებელი ტერიტორია, რომელიც საჭიროებდა გრგ-თი განვითარებას.

 

იმავე თვეში კვლავ მოგვმართეთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებზე და ვინაიდან გრგ-ს დამუშავება დიდ დროსთან იქნებოდა დაკავშირებული, სწორედ ასაშენებელი შენობის ფუნქციიდან გამომდინარე, 05.04.2019-ში მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება და დავამტკიცეთ 01.14.01.001.184 საკადასტრო კოდზე სარეაბილიტაციო ცენტრის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

 

მას შემდეგ არქიტექტურის სამსახურში აღარ შემოსულა არქიტექტურული პროექტი შესათანხმებლად.

 

აღნიშნულის შესახებ გვინდოდა ბატონ ნოდარ მელაძის Nodar Meladze ინფორმირებაც, მაგრამ, სამწუხაროდ მის ფეისბუკის გვერდზე კომენტარის ველი გაუქმებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner