უფლებადამცველი ლაშა მესხი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს Facebook-ით ეხმაურება.
„ფსევდო ოპოზიციის მხრიდან ამჯერად ხალხის სოციალური პრობლემებით დაინტერესება და "სოციალური პროტესტები" არის ფარსი. ისეთივე ფარსი, როგორიც მათი საპარლამენტო ფსევდო ბოიკოტი.
ხალხის გაჭირვებაშიც სარგებელს ეძებენ. ამიტომ გაქვთ 0 საზოგადოებრივი ნდობა და ამიტომაა თქვენი ყველა მცდელობა უშედეგო.
ხალხი ყველაფერს მშვენივრად ხვდება და არავინაა თქვენი მარიონეტი საკუთარი ბინძური პოლიტ ზრახვების გზაზე“, - წერს ლაშა მესხი.