logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: უკვე ვხედავთ, რომ დიპლომატია მუშაობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ და ვიფიქროთ, რომ ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან ავიცილეთ
- +

2 თებერვალი. 2022. 21:35

 

 

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ დიპლომატია მუშაობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ და ვიფიქროთ, რომ ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან ავიცილეთ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

 

დმიტრო კულებას თქმით, რუსეთს ჯერ არ დაუგროვებია საკმარისი ძალები სრულმასშტაბური შეჭრის განსახორციელებლად, თუმცა ასევე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთმა თავისი ძალები გაიყვანა.

 

„დამამშვიდებელი ის არის, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ დიპლომატია მუშაობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვდუნდფეთ და ვიფიქროთ, რომ ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან ავიცილეთ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა დასავლეთის ქვეყნებს იარაღის მიწოდებისა და დახმარებისთვის, თუმცა ასევე მოუწოდა, ბოლო მოუღონ გაურკვევლობას უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

 

„დროა შეწყდეს მავნე გაურკვევლობა, რომელიც კრემლისთვის ცდუნებაა, გააგრძელოს უკრაინისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები ან შეცვალოს მისი კურსი უკრაინელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. დასავლეთის წარუმატებლობა უკრაინაში მესიჯი იქნება, რომ დასავლეთს არ შეუძლია დაიცვას თავისი ძირითადი პრინციპები და, შესაბამისად, არ შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი. უკრაინა ყველა შესაძლო სცენარისთვის ემზადება. ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ საფრთხეს. არც რუსეთს მივცემთ უფლებას პანიკის დათესვით უკრაინის დესტაბილიზაცია მოახდინოს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner