ყველასათვის საყვარელი თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი, ჟურნალ „თბილისელები"-ში ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ყველას ეხმარება:
„ყველას ეხმარება და კახის რატომ გაიმეტებდა?! როდესაც კახის ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, გაიკეთა ოპერაცია, მაგრამ, არ იყო დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და დასჭირდა ოპერაცია გერმანიაში. ბატონი ბიძინა, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს, მასაც დაუდგა გვერდით გაჭირვებაში. მას შემდეგ კახი პერიოდულად ჩადის გერმანიაში პროფილაქტიკის მიზნით. კახი და მე შემოვრჩით ერთმანეთს, ჩვენი მეგობრობის წლების დათვლა უკვე შეუძლებელია. ბედნიერი ვარ, რომ დღემდე ერთად ვაგრძელებთ როგორც მეგობრულ, ასევე შემოქმედებით ცხოვრებას."
გივი ბერიკაშვილი არჩევნების თემასაც შეეხო:
„არჩევნები კარს მოგვადგა და, ერთმანეთის ლანძღვას, სჯობს, ის გვითხრან, ვინ რის გაკეთებას აპირებს ქვეყნისთვის. ხანდახან ისეთ რამეებს ვისმენ, რომ ღამით მეღვიძება და ვეღარ ვიძინებ. მე მაინც მგონია, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, სწორედ ამიტომ გავუძელით დროს და მოვედით აქამდე, მაშინ, როდესაც უამრავი ერი გადაშენდა. გადამწყვეტ ნაბიჯს ყოველთვის სწორად ვდგამდით ხოლმე", - ისაუბრა გივი ბერიკაშვილმა.