„მმართველ გუნდს აქვს მარტივი პოზიცია - მიხეილ სააკაშვილის წამებაზე საუბარი მწამებელი რეჟიმის მხრიდან ცინიზმის მწვერვალია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„მათ მიერ ნაწამები ასეულობით და ათასეულობით ადამიანი არსებობს და ფაქტები არსებობს, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილული. მიხეილ სააკაშვილის წამებაზე რამდენიც ისაუბრეს, იმდენი საბოლოო ჯამში ორ სამ დღეში, ყველა მიხვდა რომ ეს იყო თითიდან გამოწოვილი სასაცილო ამბები“, - განაცხადა დავითულიანმა.