logo_geo
eng_logo
გერმანიის სამაუწყებლო მარეგულირებელმა Russia Today-ის გერმანულენოვანი არხის ტრანსლირება აკრძალა
- +

2 თებერვალი. 2022. 23:05

 

 

მოსკოვსა და დასავლეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, გერმანიის სამაუწყებლო მარეგულირებელმა Russia Today-ის გერმანულენოვანი არხის ტრანსლირება აკრძალა.

 

გერმანიის მარეგულირებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის კომისიაში განაცხადეს, რომ Russia Today-ის გერმანულენოვანი არხის ტრანსლირება იმიტომ აიკრძალა, რომ მას აუცილებელი სამაუწყებლო ლიცენზია არ აქვს.

 

Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ არხი მაუწყებლობას არ შეწყვეტს.

 

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით, Russia Today-ის გერმანულენოვანი არხი ევროპის სატელიტური ქსელიდან 22 დეკემბერს გაითიშა, თუმცა მაინც ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტითა და მობილური აპლიკაციის საშუალებით.

 

Russia Today-ში აცხადებენ, რომ ის მოსკოვიდან მაუწყებლობს და სერბული სამაუწყებლო ლიცენზია აქვს, რომელიც მას გერმანიაში მაუწყებლობის უფლებას ანიჭებს.

 

თუმცა, გერმანიის მარეგულირებელი ამბობს, რომ არხი ბერლინში მდებარეობს და ლეგიტიმური ნებართვა არ აქვს ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner