logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი და ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბარში შეთანხმდნენ, რომ სიტუაციის გამწვავება არავის ინტერესში არ შედის
- +

2 თებერვალი. 2022. 23:24

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„პრემიერ-მინისტრმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვარზე რუსეთის ამჟამინდელი მტრული აქტიურობის გამო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ისეთი გზის პოვნა, რომელიც პატივს სცემს როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თავდაცვის უფლებას. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკის თანახმად, ყველა ევროპულ დემოკრატიას უფლება აქვს ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვოდეს. ეს უფლება სრულად ვრცელდება უკრაინაზე. მან ასევე გაიმეორა, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სიტუაციის გამწვავება არავის ინტერესში არ შედის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობას და მოლაპარაკებებში უკრაინის ჩართვის აუცილებლობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner