„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის ეპიზოდი წამებასთანაა დაკავშირებული. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უყვარს სხვისი რჩევების მიღება, მაგრამ მე მაინც ვურჩევდი, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს კომისია არ მოუტანთ იმ შედეგს, რომელსაც ისინი ელიან. ვფიქრობ, რომ, საბოლოო ჯამში, ისევ მათთვის იქნება კონტრპროდუქტიული, თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია. საგამოძიებო კომისიას ძალიან სპეციფიკური მტკიცებულებები სჭირდება, რომლებიც დაადასტურებს ამა თუ იმ ფაქტს“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
„საგამოძიებო კომისია იქმნება იმ დანაშაულის გამოსაძიებლად, რომელსაც, ჩემი აზრით, უნდა ჰქონდეს სისტემური ხასიათი და რომელსაც სახელმწიფო მალავს. გარდა იმისა, რომ არ მიმაჩნია დრეს ციხეში სისტემურ წამებას ჰქონდეს ადგილი, ასევე არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ერთი პოლიტიკური ლიდერის დღის წესრიგი უდნა განსაზღვრავდეს საპარლამენტო საქმიანობას. დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს აქვს განცდა, რომ მათზე ყველაზე ნაკლებს ვსაუბრობთ პოლიტიკოსები. უამრავი პრობლემა აწუხებთ მათ და ლაპარაკი მიდის მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე. ნებისმიერ კომისიას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული, მე მხარს დავუჭერ. მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით გაჯერებულ კომისიებს, რომელიც ერთი პარტიის შიდა მოხმარებისთვის არის შექმნილი, მხარს არ დავუჭერ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.