„ვანო მერაბიშვილი ყალბი პასპორტებით დადიოდა, როდესაც დააკავეს, მაჭავარიანის პასპორტით გადიოდა ქვეყნიდან, მანმადე დადიოდა ხან ბაქოში, ხან ერევანში და ხშირად მინსკში, როგორც თვითონ ამბობდა: ჩემს მინისტრებთან შესახვედრად მივდივარო“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ყალბი პასპორტით რომ გადიოდა ვანო მერაბიშვილი ქვეყნიდან, ის რუს მაღალჩინოსნებს ხვდებოდა.
„ეს თემა განსაკუთრებით მძაფრი გახდა 2008 წლის შემდეგ. აქვე გავიხსენებ, ბათუ ქუთელია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2008 წლის 15 აგვისტოს ინტერვიუებს აძლევს უცხოურ მედიას, ეს დაბეჭდილია და არსებობს: ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ შევიდოდით ცხინვალის რეგიონში, შევიყვანდით ჯარებს და განვაიარაღებდით იქაური სეპარატისტული ხელისუფლების ჯარებს. ჩვენ ამაზე თანხმობა და მწვანე შუქი მივიღეთ, შევედით და როგორც მოიქცა რუსეთი ამას არ ველოდითო, ამის შემდეგ ქუთელია მოხსნეს თუ ელჩად წავიდა ამერიკაში? ვინმემ ჰკითხა, ვინ რუსები იყვნენ ვისაც მოელაპარაკეთო?! ეს თემები ბევრია“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.