logo_geo
eng_logo
გერმანიის კანცლერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება
- +

3 თებერვალი. 2022. 02:24

 

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმდერ პუტინს მოსკოვში შეხვდება.

 

„მალე მოსკოვში პუტინთან საუბარი მექნება იმ თემებზე, რომლის განხილვაც საჭიროა. ეს შეხვედრა დაგეგმილია და უახლოეს დროში შედგება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

 

ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის საზღვარზე მდგომარეობა ძალიან სერიოზულია.

 

„ერთი რამ ცხადია: ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა რუსეთს ძვირი დაუჯდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ჩახლართული სიტუაციიდან დისკუსიის სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით გამოვიდეთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

 

https://twitter.com/ZDFheute/status/1488978369974784020?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1488986727804981251%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es3_&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fmsoflio%2F236510%2Fgermaniis-kantsleri-moskovshi-rusetis-prezidents-shekhvdeba

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner