აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ევროპაში ამერიკული ძალების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება იმას, რაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თავიდანვე განუცხადა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ის თეთრი სახლის კორესპონდენტმა, კეიტლან კოლინზმა განაცხადა.
„ჯო ბაიდენმა მითხრა, რომ მისი გადაწყვეტილება ჯარების განლაგების შესახებ „სრულად შეესაბამება“ იმას, რაც მან თავიდანვე უთხრა ვლადიმერ პუტინს. „ვიდრე ის აგრესიულად იქცევა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ჩვენი მოკავშირეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენ იქ ვართ, ხოლო ნატოს წესდების მე-5 მუხლი წმინდა ვალდებულებაა“, - ციტირებს ჟურნალისტი აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებს.