logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: პაპუაშვილი არამხოლოდ „ნაციონალების“, არამედ საკუთარი ინტერესებისთვისაც იბრძვის
- +

4 აგვისტო. 2016. 18:10


 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" გიორი პაპუაშვილის განხადებაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც, მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება:


„მისი ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და, რა თქმა უნდა, სამართალდამცავებს ევალებათ რეალობის დროულად გარკვევა. შესაბამისად, მოსამართლეებმაც უნდა ითანამშრომლონ მათთან, თუმცა, როგორც ვიცი, უმეტესობა ამტკიცებს, რომ არაფერი იცის ზეწოლის შესახებ.

 

ვფიქრობ, პაპუაშვილის განცხადებები განსხვავდება პრეზიდენტის შემთხვევისგან. ჩემი აზრით, პაპუაშვილთან ბევრი მოტივი ჩანს, რომ გააკეთოს ის, რასაც აკეთებს. დავიწყოთ მისი პოლიტიკური ორიენტაციით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ აქტიური წევრი იყო. მას ამ მაღალ თანამდებობაზე თავისი სიმპატია-ანტიპათიები გვერდზე უნდა გადაედო, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა. არის კიდევ ერთი საკითხიც, რომელიც ამ ბინას უკავშირდება, თავის დროზე  სხვას რომ წაართვეს და პაპუაშვილს გადასცეს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის საკუთარი ინტერესებისთვისაც იბრძვის", - აცხადებს საყვარელიძე.

 

საყვარელიძემ, ასევე განაცხადა, რომ პაპუაშვილი „ნაციონალების" ხერხებს  მიმართავს:


„დააკვირდით, ზუსტად „ნაციონალების" ხერხებს იყენებს პაპუაშვილი. ისინიც ყველაფერს ზეწოლას ეძახიან, დაწყებული უგულავას საქმით და დამთავრებული იმ კაცის საქმით, ორი გვამი რომ სჭირდებოდა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner