logo_geo
eng_logo
თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან 12 მიგრანტი გაიყინა
- +

3 თებერვალი. 2022. 12:32

 

თურქეთის ქალაქ იპსალაში 12 მიგრანტი დაიღუპა. ისინი საბერძნეთში გადასვლას გეგმავდნენ, - ამის შესახებ CNN წერს.

 

სულ 22 ადამიანი ცდილობდა თურქეთიდან ევროკავშირის ზონაში შეღწევას. 10 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია.

 

მომხდარში თურქეთი და საბერძნეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბერძენმა მესაზღვრეებმა ადამიანები ქვეყანაში არ შეუშვეს, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ჩამოართვეს და უკან ისე დააბრუნეს.

 

ათენი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მიგრანტები საზღვართან არც კი მისულან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner