5 აგვისტოს 20:00 საათზე ქალაქ თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.
კანდიდატებს საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.
პარტიამ კანდიდატები უკვე დაასახელა იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.