logo_geo
eng_logo
აშშ-ის არმიიდან იმ ჯარისკაცებს დაითხოვენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაზე უარს ამბობენ
- +

3 თებერვალი. 2022. 12:39

 

აშშ-ის არმიიდან იმ ჯარისკაცებს დაითხოვენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაზე უარს ამბობენ.

 

აშშ-ის არმიაში აღნიშნეს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებენ იმ ჯარისკაცების სამსახურიდან გათავისუფლებას, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე ან ვაქცინაციისგან დამტკიცებული გათავისუფლება არ აქვთ.

 

„არმიის მზადყოფნა დამოკიდებულია ჯარისკაცებზე, რომლებიც მზად არიან წვრთნებისთვის, განლაგებისთვის, ბრძოლისა და ჩვენი ერის ომების მოგებისთვის. არავაქცინირებული ჯარისკაცები საფრთხეს უქმნიან ჩვენს ძალებსა და მზადყოფნას“, - განაცხადა აშშ-ის არმიის მდივანმა კრისტინ ვორმუტმა.

 

26 იანვრის მდგომარეობით, აშშ-ის არმიის ჯარისკაცების 96% სრულად არის აცრილი, ხოლო 3 350 ჯარისკაცმა უარი თქვა ვაქცინაციაზე. თითქმის 5 900 ჯარისკაცმა ვაქცინაციისგან დროებითი გათავისუფლება მიიღო.

 

აღსანიშნავია, რომ დათხოვნილი სამხედროები ვერ მიიღებენ შემწეობას და შესაძლოა, მოუწიოთ უკან დააბრუნონ ნებისმიერი სახის წამახალისებელი ანაზღაურება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner