logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: „ნაცმოძრაობას“ საქართველოში ამ გარეწარი დიმიტრი გუდკოვის შემოშვება სურდა, რომელიც 2007 წელს აფხაზეთში ყოფნისას მხარს უჭერდა აფხაზეთის თვითგამორკვევას
- +

3 თებერვალი. 2022. 13:22

 

„აი, ამ გარეწარი დიმიტრი გუდკოვის შემოშვება სურდა „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში, რომელიც 2007 წელს აფხაზეთში ყოფნისას მხარს უჭერდა აფხაზეთის თვითგამორკვევას“, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე წერს.

 

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ სულ ასეთი მოკავშირეები ჰყავს.

 

„აი, ამ გარეწარი დიმიტრი გუდკოვის შემოშვება სურდა „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში, რომელიც 2007 წელს აფხაზეთში ყოფნისას მხარს უჭერდა აფხაზეთის თვითგამორკვევას. სულ ასეთი მოკავშირეები ჰყავთ. ამას წინათ „New York Times“-ში ოკუპაციის კანონის დამრღვევ რუს ჟურნალისტს შეუკვეთეს სტატია.

 

რაც შეეხება დიმიტრი გუდკოვს, ის სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყოს შავ სიაში, სანამ ქვეყანას ბოდიშს არ მოუხდის და თავის გამონათქვამებს უკან არ წაიღებს.

 

გუდკოვის აფხაზეთში ვოიაჟის და მისი განცხადების შესახებ წაიკითხეთ ფოტოასლზე, ასევე მითითებულ ბმულზე“, - წერს ამირან სალუქვაძე.

https://regnum.ru/news/polit/776071.html?fbclid=IwAR3Osg-S227sC0OQQGyOk3NzmHiRAldQ9BCATpx_aWbaTRyFo2jEppLqtug

 

 

2007 წელს დიმიტრი გუდკოვი, რომელიც მაშინ რუსეთის ახალგაზრდული პალატის თავმჯდომარე და „რუსეთის სახალხო პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო, პალატის დელეგაციასთან ერთად სოხუმში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა და დამოუკიდებლობისადმი აფხაზეთის მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner