logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: რა უნდოდა გუდკოვს თბილისში? - მორიგი პროვოკაციების მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით
- +

3 თებერვალი. 2022. 14:12

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციის შეშფოთებას რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დიმიტრი გუდკოვის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით.

 

ანალიტიკოსის თქმით გუდკოვის საქართველოში ჩამოსვლა მიზნად ისახავდა მორიგ პროვოკაციას „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, რითაც დასტურდება, რომ საქართველოს დესტრუქციული ოპოზიცია არის რუსეთის მოკავშირე და საკუთარი ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს.

 

„რუსული პოლიტიკის გამტარებელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მარიონეტებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს თვითლუსტრირება. რამდენიმე დღის წინათ, საქართველომ არ შემოუშვა რუსი ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი გუდკოვი. სააკაშვილის სექტამ დაიწყო ფსევდოპატრიოტული სენტიმენტების გავრცელება, რომ „ქართული ოცნება“ „პრორუსულია“ და „თავისუფალ რუს“ პოლიტიკოსებს არ უშვებს ჩვენს ქვეყანაში.

 

დასანანია, რომ დამოუკიდებელ მედიაზე პრეტენზიების მქონე (ნაცტელევიზიებს არ ვგულისხმობ) ზოგიერთ ჟურნალისტს უჭირს ინტერნეტში ამა თუ იმ პიროვნებასა თუ მოვლენაზე ინფორმაციის მოპოვება. დიმიტრი გუდკოვი ჯერ კიდევ 2007 წელს ითხოვდა ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას! მან არაერთხელ დაარღვია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი. რა უნდოდა გუდკოვს თბილისში? მორიგი პროვოკაციების მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით. ფაქტია, რომ საქართველოს დესტრუქციული ოპოზიცია არის რუსეთის მოკავშირე და საკუთარი ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner