logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: გუდკოვი 2007 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვდა - აი, ეს გუდკოვი მოიწვიეს „ნაციონალებმა“ თბილისში
- +

3 თებერვალი. 2022. 15:21

 

„ნაციონალური მოძრაობა“ გულდათუთქული აპროტესტებდა რუსი ოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი გუდკოვის საქართველოში არშემოშვებას, იმ გუდკოვისა, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და მისი დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვდა, 2007 წელს, რუსეთ-საქართველოს ომამდე 1 წლით ადრე!“ - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე დიმიტრი გუდკოვის შესახებ.

 

როგორც ბოჟაძე წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ კოლექტიური გუდკოვები არიან და რუსეთის საქმეს აკეთებენ.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ გულდათუთქული აპროტესტებდა დიმიტრი გუდკოვის საქართველოში არშემოშვებას, იმ გუდკოვისა, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და მისი დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვდა 2007 წელს, რუსეთ-საქართველოს ომამდე 1 წლით ადრე! აი, ეს გუდკოვი მოიწვიეს „ნაციონალებმა“ ოფიციალურად საქართველოში და თბილისში აქტივისტებთან შეხვედრები დაუნიშნეს. რომ ვამბობთ, რუსეთის ინტერესებს ატარებენ და თავადაც კოლექტიური გუდკოვები არიან-თქო, სწყინთ, არადა, ფაქტი ფაქტად რჩება, ნებსით თუ უნებლიეთ მათი და ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესები ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა იგორ ივანოვის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ძალისგან გასაკვირი არაფერია. თემურ ალასანიას ებარებოდეთ“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner