logo_geo
eng_logo
ქობულეთის სანაპიროზე შიშველი ტურისტები გამოჩნდნენ
- +

4 აგვისტო. 2016. 18:39




„ქობულეთის სანაპიროზე უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ, რომლებიც ზღვაში შიშვლები ბანაობდნენ", - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომელი თამარ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„დღეს ქობულეთის სანაპიროს ხალხმრავალ ადგილს უცნაურად ჩაცმულ-დავარცხნილი 2 ადამიანი ეწვია. სასწრაფოდ გაიხადეს აფრო-ამერიკული "ზმანი" და ზღვაში ტიტლიკანები გადაეშვნენ. იქვე უამრავი ქალი და ბავშვი იყო, მაგრამ ჩვენმა პატივცემულმა ტურისტებმა, ამ ჟესტით, აგერ მკიდიხართო, გვითხრა. აღშფოთებული ხალხი ერთმანეთს გაოგნებული უყურებდა... ამ დროს ადგილობრივი ბიჭები მოცვივდნენ, შიშველ უცხოელებს ანიშნეს, ნაპირზე გამოსულიყვნენ და მოზომილი ტაქტით ჩაცმისკენ მოუწოდეს. უცხოელებმა მცირედი პროტესტი რუსულად გამოხატეს - დედიშობილა დავიბადეთ და რა პრობლემააო, მაგრამ იკადრეს და იქაურობას გაეცალნენ.

 

ჩემი პატივისცემა იმ აჭარელ ბიჭებს!

 

არ დამიწყოთ ახლა ენჯეოშნიკებმა, რომ ამ ადამიანების უფლებები დაირღვა. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ თქვენიც და უცხოელისაც, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას მავანის მიერ "ღრუზინად" წოდებულ ქართველ მამაკაცს, ვისთვისაც ღირსება ყველაფერზე ძვირად ფასობს!" - წერს ჩაჩანიძე.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner