logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: კვლავაც მივიჩნევთ, რომ ვაქცინაცია უაღრესად მნიშვნელოვანია პანდემიის დასასრულებლად, 70% არის სასურველი სამიზნე
- +

3 თებერვალი. 2022. 18:01

 

„ჩვენ ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად კვლავაც მივიჩნევთ, რომ ვაქცინაციის აქტიური განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია პანდემიის დასასრულებლად. 70% არის სასურველი სამიზნე, „- ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

„დღეს საბჭომ იმსჯელა იმ ბარიერებზე, რომლებიც აქამდეც არსებობდა ამ პროცესში. მიუხედავად ვაქცინების ხელმისაწვდომობისა, ანტივაქსერული განწყობები და დამოკიდებულება აფერხებს ამ პროცესს. რეკომენდაციებში ისევ რჩება აქტიური საინფორმაციო კამპანია, ვაქცინაციის მარათონი, განსაკუთრებით სოფლებში და ვაქცინებით მომარაგების უწყვეტობა. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რაც ასახულია გეგმაში. ყველაზე კარგი წამახალისებელი ღონისძიება აღმოჩნდა ფინანსური წახალისების მექანიზმი. როდესაც ნოემბრიდან დაიწყო ეს პროგრამა, საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ და ეს გაფართოვდა 50 წელს გადაცილებულ პირებზე. ვაქცინაციის ახალ გეგმაშიც ასევე გათვალისწინებულია და რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია ფინანსური წახალისების მექანიზმის გამოყენება. მთავარი სამიზნეა კვლავ არის მაღალი ასაკობრივი ჯგუფი, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამუშაო ადგილებზე ვაქცინაციის წახალისება-ხელშეწყობა“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner