logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ჩვენი მიზანია, როგორც კი გაჩნდება ბაზარზე ხელმისაწვდომი ადაპტირებული ვაქცინა, ჩვენს მოსახლეობასაც ჰქონდეს ამ ვაქცინაზე წვდომა
- +

3 თებერვალი. 2022. 18:01

 

„ჩვენი მიზანია, როგორც კი გაჩნდება ბაზარზე ხელმისაწვდომი ადაპტირებული ვაქცინა, ჩვენს მოსახლეობასაც ჰქონდეს ამ ვაქცინაზე წვდომა,“ - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ახალი პარტიების შესაძენად აგრძელებს თანამშრომლობას „Pfizer“-თან და Covax-პლატფორმასთან.

 

12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში „Pfizer“-ს აქვს განსაკუთრებული, განსხვავებული კონცენტრაციის ვაქცინა, რომელიც შედარებით დაბალი დოზით შეიცავს აქტიურ ნივთიერებას და მისი გამოყენებაა რეკომენდებული. ამ მიმართულებითაც მიდის მუშაობა. ასევე, ბუნებრივია გავაგრძელებთ თანამშრომლობას Covax-ის პლატფორმასთან. ვაქცინები, რომელთა გამოსვლაც მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში არის Novavax-ი, მაგალითად. არის სხვა ვაქცინებიც, რომლებიც ახლა ადაპტირდება ახალ შტამებთან მიმართებაში. იგივე შეეხება „Pfizer“-ის ვაქცინას და, ბუნებრივია, ყველა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

მისივე თქმით, მანამდე ვაქცინაცია ქვეყანაში არსებული პრეპარატებით უნდა გაგრძელდეს. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აცრა „Pfizer“-ის, „Sinopharm“-ისა და „Sinovac“-ის ვაქცინებით არის შესაძლებელი. ჩინური პრეპარატებს გამოყენების ვადა 2023 წლის ბოლომდე აქვს, ნაწილის კი 2024 წელზე გადადის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner