logo_geo
eng_logo
ამერიკელმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში მოკლეს
- +

3 თებერვალი. 2022. 18:04

 

ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი - აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში მოკლეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

 

„გუშინ, ჩემი მითითებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წარმატებით ჩაატარეს კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები და მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი გაეხადათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სიმამაცის დამსახურებით, ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი - აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში. ყველა ამერიკელი ოპერაციიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

მანამდე პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ კონტრტერორისტული ოპერაცია აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებსა და აქტივობებს აკონტროლებს.

 

აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში „ისლამურ სახელმწიფოს“ სათავეში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც 2019 წლის ოქტომბერში ამერიკელმა სამხედროებმა დაჯგუფების მაშინდელი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner