logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ურეიტინგო ოპოზიცია - „ლელო“, МГИМО-ელი ელენე ხოშტარია და სხვა ნაყარ-ნუყარნი ვის დაეკარგნენ კიევში?
- +

3 თებერვალი. 2022. 18:36

 

„საქართველოს შარახვეტია, ურეიტინგო ოპოზიცია - „ლელო“, МГИМО-ელი ელენე ხოშტარია და სხვა ნაყარ-ნუყარნი ვის დაეკარგნენ კიევში? ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

აბაშიძე უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს ციტირებს, რომელთა თქმით, რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ესკალაციის ალბათობა დაბალია და საზღვართან რუსული ძალები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დიდი იმისთვის, რომ განახორციელონ სრულმასშტაბიანი შემოჭრა.

 

„უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი: „დღეის მდგომარეობით, რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ესკალაციის ალბათობა დაბალია“. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება: „საზღვართან რუსული ძალები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დიდი იმისთვის, რომ განახორციელონ სრულმასშტაბიანი შემოჭრა“. და საქართველოს შარახვეტია, ურეიტინგო ოპოზიცია - „ლელო“, МГИМО-ელი ელენე ხოშტარია და სხვა ნაყარ-ნუყარნი ვის დაეკარგნენ კიევში? ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner