„მტკიცედ განწყობილი ვარ, ამერიკელი ხალხი ტერორისტული საფრთხეებისგან დავიცვა და ჩვენი ქვეყნის დასაცავად გადამწყვეტ ზომებს მივიღებ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი - აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში მოკლეს.
„ჩვენ ფხიზლად ვართ. მომზადებულნი ვრჩებით. გუშინდელმა ოპერაციამ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ტერორისტებს მთელს მსოფლიოში: მოვალთ და გიპოვით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა დავიცვათ ამერიკელი ხალხი და გავაძლიეროთ მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოება მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.