logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: მტკიცედ განწყობილი ვარ, ამერიკელი ხალხი ტერორისტული საფრთხეებისგან დავიცვა და ქვეყნის დასაცავად გადამწყვეტ ზომებს მივიღებ
- +

3 თებერვალი. 2022. 21:00

 

„მტკიცედ განწყობილი ვარ, ამერიკელი ხალხი ტერორისტული საფრთხეებისგან დავიცვა და ჩვენი ქვეყნის დასაცავად გადამწყვეტ ზომებს მივიღებ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი - აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში მოკლეს.

 

„ჩვენ ფხიზლად ვართ. მომზადებულნი ვრჩებით. გუშინდელმა ოპერაციამ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ტერორისტებს მთელს მსოფლიოში: მოვალთ და გიპოვით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა დავიცვათ ამერიკელი ხალხი და გავაძლიეროთ მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოება მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner