logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციონერი არ ნიშნავს თავისთავად იმას, რომ მას საქართველოსთვის რაიმე სიკეთე უნდა, მით უმეტეს, თუ მხარს უჭერს ოკუპაციას
- +

3 თებერვალი. 2022. 21:47

 

გიორგი ვოლსკი რუსი ოპოზიციონერის, დიმიტრი გუდკოვის საქართველოში არ შემოშვებას გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის აზრით, ოპოზიციონერობა არ ნიშნავს იმას, რომ გუდკოვს საქართველოსთვის სიკეთე უნდა.

 

„ხავსი, რომელსაც ქმნიან, ნამდვილად არ ვარგა მოჭიდებისთვის, რომელიც ამ ვითარებაში „ნაცმოძრაობას“ აუცილებლად სჭირდება. ოპოზიციონერი არ ნიშნავს თავისთავად იმას, რომ მას საქართველოსთვის რაიმე სიკეთე უნდა. მით უმეტეს, თუ მხარს უჭერს ოკუპაციას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

2007 წელს დიმიტრი გუდკოვი, რომელიც მაშინ რუსეთის ახალგაზრდული პალატის თავმჯდომარე და „რუსეთის სახალხო პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო, პალატის დელეგაციასთან ერთად სოხუმში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა და დამოუკიდებლობისადმი აფხაზეთის მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner