logo_geo
eng_logo
„იგეგმებოდა თუ არა რევოლუცია კონკრეტული მოსამართლეების დახმარებით“
- +

4 აგვისტო. 2016. 18:47



ამ შინაარსის განცხადებას მმართველ გუნდში აკეთებენ. ეკა ბესელიამ ჯერ კიდევ გუშინ 20:30-ის ეთერით, იმ სავარაუდო სქემაზე ისაუბრა, რომლითაც ქვეყანაში მისი თქმით, კონსტიტუციური რევოლუცია იგეგმებოდა. არიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები ნაც. მოძრაობასთან გარიგებაში და რას პასუხობენ მმართველი გუნდის არგუმენტებს მოსამართლეები.


იმ რევოლუციური გეგმის მიხედვით, რომლის განხორციელებასაც მმართველი გუნდის დეპუტატების ცნობით ნაც. მოძრაობ აპირებდა, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დაირღვეოდა და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდებოდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ გეგმის ნაწილი იყო საარჩევნო საკითხებზე მიღებული კანონების არაკონსტიტუციურად ცნობა, კონკრეტული საქმეების დაჩქარებული წესით წარმოებაში მიღება და ნაც. მოძრაობისთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანა. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სარჩელების საკითხზე მოლაპარაკებები მოსარჩელემ ნაც. მოძრაობასა და კონკრეტულ მოსამართლეებს შორის საქმის განხილვის დაწყებამდე მიმდინარეობდა. ამის თქმის საფუძველს კი, მოსამართლეთა ნაწილის განცხადება აძლევთ, სადაც გამხაურებული საქმეების დაჩქარებული წესით განხილვაზეა საუბარი.


 „მე მთლიანობაში ამ პროცესს ვუყურებ, როგორც კიდევ ერთხელ ვამბობ, ნაც. მოძრაობის გეგმას. ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით საკონსტიტუციო ე.წ. რევოლუცია. მოსამართლეებმა თავად გამოააშკარავეს ის უკანონობები, რასაც ადგილი ჰქონდა სარჩელების შეცვლით და ეს როგორც ჩანს, წინასწარი მოლაპარაკება შედგა სარჩელის შემომტან ნაც. მოძრაობის ლიდერებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეს თუ მოსამართლეთა შორის", - განაცხადა ბესელიამ.

ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე პოლიტიკური მოტივით და პირადი ნაცნობობით იღებს გადაწყვეტილებებს, ამის დასტურად მმართველი გუნდის წევრებს ბოლო წლების სტატისტიკა მოჰყავთ. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2013-2014 წლებში საქართველოში წარდგენილი ათეულობით სარჩელი, ჯერ კიდევ განუხილველია. გიგი უგულავას საქმეზე კი, სასამართლომ ორი სარჩელი სამ თვეში განიხილა. მოსამართლეებთან მოლაპარაკებებს გამორიცხავენ „ნაციონალურ მოძრაობაში".






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner