logo_geo
eng_logo
სირიაში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალების სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა თავი აიფეთქა
- +

3 თებერვალი. 2022. 23:18

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სირიაში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალების სპეცოპერაციის დროს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაშიმ თავი აიფეთქა.

 

„ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ჩვენი ძალები ტერორისტის დაჭერას აპირებდნენ, მისი სასოწარკვეთილი სიმხდალის ბოლო ქმედება საკუთარი თავის აფეთქება იყო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ჯო ბაიდენის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის მიერ თავის აფეთქებას მისი ოჯახის რამდენიმე წევრი ემსხვერპლა.

 

„ჩვენი ძალების სიმამაცის წყალობით, ტერორისტული დაჯგუფების ეს საშინელი ლიდერი უკვე აღარ არის ცოცხალი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში გაანადგურეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner