„მე უზომოდ ვამაყობ აშშ-ის ძალებით, რომლებმაც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარეს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.
„ჩვენი ჯარების პროფესიონალიზმმა, უნარებმა და მზადყოფნამ „ისლამურ სახელმწიფოს“ მძიმე დარტყმა მიაყენა და ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას ხელი შეუწყო. თუმცა, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. მათი ლიდერი შეიძლება განადგურებულია, მაგრამ მათი მახინჯი იდეოლოგია მაინც ემუქრება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.