logo_geo
eng_logo
პროკურორი გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე: დღეის მდგომარეობით, გამოძიება გრძელდება
- +

4 თებერვალი. 2022. 01:29

 

განახლების მომენტიდან გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა. მაქსიმალურად შევეცადეთ ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, რისი ჩატარებაც ობიექტური სურათიდან გამომდინარე შესაძლებელია. ვგულისხმობ იმ გარმოებას, რომ მკვლელობა მოხდა 17 წლის წინ, - განაცხადა პროკურორმა მირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე საუბრისას. მისი თქმით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

 

ჩვენ დღეის მდგომარეობით გამოძიებას ვაგრძელებთ. არის გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ჩატარება დაგეგმილი გვაქვს და ბუნებრივია ჩვენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მას შემდეგ, რაც მოხდება ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათი ჩატარების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე დაგეგმილი იქნება შედმგომი საგამოძიებო მოქმედებები, ან მოხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება. ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ მიზნით, რომ მომავალში გამოძიება იმედოვნებს, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას“, - აღნიშნა პროკურორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner