„ისინი არ არიან ხელისუფლების ოპონენტები, ისინი ამ ქვეყნის ოპონენტები არიან. მათი ვაჟკაცობა ხომ ვნახეთ ჩვენ 2008 წელს?“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მე დესტრუქციის მეტი მათი მხრიდან ამ ქვეყანაში არაფერი მინახია. ხშირად არის ლაპარაკი ჰიბრიდულ ომზე. ჰიბრიდული ომის შემსრულებლები საქართველოში არიან ის მედია-პროპაგანდისტული და პოლიტ-პროპაგანდისტული დაწესებულებები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველო აღმოჩნდეს 2008 წელს“, - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, რუსეთი სამი საუკუნეა აგრესორია საქართველოს მიმართ და ამ დროს „ცეკვა-თამაშები“ სახიფათოა.