პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ - Opendemocracy-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას აფასებს.
ბესელიას განცხადებით, სტატიაში დეტალურად არის გადმოცემული წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში არსებული სისტემური დანაშაული.
„ჩვენი კომიტეტის მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტი, რომელიც საკააშვილის მმართველობის პერიოდში სისტემურ დანაშაულს ეხებოდა ძალიან სერიოზული ანალიტიკური მასალა გამოაქვეყნა ლონდონში, იქ ძალიან დეტალურად არის აღწერილი, რომ იყო ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემები ქვეყანაში წამების კუთხით და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკამ როგორ გახადა საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე", - განაცხადა ბესელიამ.