logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: მთელი ამ ამბიდან, რაც ციხისთავმა მოჰყვა, შემიძლია ერთადერთი რამ დავადასტურო, დანარჩენს ზღაპარივით ვისმენდი
- +

4 თებერვალი. 2022. 01:34

 

 

„მთელი ამ ამბიდან, რაც ციხისთავმა მოჰყვა, შემიძლია ერთადერთი რამ დავადასტურო - გოდერძიშვილი. დანარჩენს ზღაპარივით ვისმენდი“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი Live“ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა. მან შოთა ჭიჭიაშვილთან საუბარიც გაიხსენა, რომელშიც ლორთქიფანიძის გვარი იყო ნახსენები.

 

„მას ჩემთან ციხიშვილის გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ ფრაზა ასეთი იყო: „მე რაზმში ლორთქიფანიძის „კროტი“ მყოლიაო“. ასე მითხრა. ვინ არის მეთქი ლორთქიფანიძე? მე თვითონ არ ვიცოდი ვინ იყო, ლორთქიფანიძის გვარი ასეთი მასშტაბით ლაფანყურის ამბების დროს გაჟღერდა. არ დაუსახელებია ვინ იყო, მაგრამ მერე უკვე ამბავი ამბავს დაემატა და ეს უკვე ჩემი დასკვნაა. ჩემთან ციხისთავის გვარი არ უთქვამს. ჩემი დასკვნაა, რომ ეს კაცი შეიძლება ყოფილიყო“, - განაცხადა არეშიძემ.

 

შოთა ჭიჭიაშვილი, რომელმაც ციხისთავის განცხადებით გიორგი სანაია მოკლა, 2019 წელს უკრაინაში მოკლეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner