„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი უმსხვილესი ესპანური კომპანია „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორ ფელიქს პარა მედიავილას შეხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში „აქუალიას“ სახით მსხვილი ინვესტორის შემოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობის აქვს, რაც ხელს შეუწყობს, როგორც სექტორში, ასევე მთლიანად ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების გაჩენას.
მისი თქმით, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს ესპანურ კომპანიასთან.
„აქუალიას“ აღმასრულებელი დირექტორის, ფელიქს პარა მედიავილას განცხადებით, საქართველო სანდო და სტაბილური პარტნიორი ქვეყანაა და „აქუალიას“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მაგალითი იქნება სხვა ესპანური კომპანიებისთვისაც.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით სონღულაშვილს კომპანიის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ ესპანური კომპანია „აქუალია“ (Aqualia), ლიდერია ესპანეთში წყლის მომარაგების მენეჯმენტსა და სერვისში. ამავდროულად, "აქუალია" მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში რიგით მეცხრე ყველაზე მსხვილი წყალმომარაგების კომპანიაა.
შეხვედრაში მონაწილეობდა „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური.