logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ნუ ცდილობთ უღირსი მეთოდებით თავის დაძვრენას!
- +

7 მარტი. 2016. 18:11


„ოფიციალურად ვაცხადებ, ყველა ის, ვინც აცხადებს, რომ კონსტიტუციაში არ უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ფარულად თუ ღიად არის იდენტურსქესიანთა ქორწინების მომხრე", - განცხადებას მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში აკეთებს:


„არგუმენტი, რომ - ეს ისედაც ასეა, მიუღებელია, რადგან თუ ასეთი უმნიშვნელოა ეს თემა, მაშინ რატომ უწევთ გააფთრებულ წინააღმდეგობას? პირიქით, „უმნიშვნელო" საკითხი მარტივად და სწრაფად გადაწყვიტეთ. ნუ ცდილობთ უღირსი მეთოდებით თავის დაძვრენას და თქვენი რეალური - მზაკვრული სამომავლო მიზნების უნიჭოდ დაფარვას. მერწმუნეთ, რომ ყველაფერი ვიცი და ისიც ვიცი, ვინ რას ამბობთ სხდომაზე ამ წუთებში, ისიც ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ტელეფონზე ფეისბუქის ჩემი გვერდი გაქვთ გახსნილი და გამალებით ადევნებთ თვალს, თუ რას დავწერ. ამიტომ კარგად მისმინეთ - გადაწყვეტილება მიღებულია და ნუ ცდილობთ მდაბიო მეთოდებითა და უაზრო არგუმენტებით პროცესის შეჩერებას, თორემ ისეთს მიიღებთ, რაც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც არ გინახავთ. საკონსტიტუციო შესწორება არის ქართველი ერის ნება და თუ არ გჯერათ, მაშინ ამ ნებას რეფერენდუმზე იხილავთ, ოღონდ თქვენი პოლიტიკური დასაფლავების თანხლებით. ახლა არჩევანი თავად გააკეთეთ!!!" - წერს ბრეგაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner