logo_geo
eng_logo
ზაზა მარიდაშვილი: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების საკითხმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ოპოზიცია ქვეყანას უწევს ოპონირებას და არა ხელისუფლებას
- +

4 თებერვალი. 2022. 10:43

 

 

„უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების საკითხმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ოპოზიცია ქვეყანას უწევს ოპონირებას და არა ხელისუფლებას“, - წერს იურისტი ზაზა მარიდაშვილი Facebook-ზე.

 

მისი თქმით, სახეზეა ღირებულებების სრული აღრევა, რის გამოც ოპოზიციის ქმედებებმა ქაოსური და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ხასიათი შეიძინა.

 

„უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების საკითხმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ოპოზიცია ქვეყანას უწევს ოპონირებას და არა ხელისუფლებას

 

სახეზეა ღირებულებების სრული აღრევა, რის გამოც ოპოზიციის ქმედებებმა ქაოსური და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ხასიათი შეიძინა;

 

სრულიად თითიდან გამოწოვილი მიზეზით ოპოზიციამ უარი თქვა აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერაზე და იმისათვის, რომ თავად წარმოჩენილიყვნენ - უკრაინაში ჩავიდნენ;

ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათთვის მთავარია პირადი და არა ქვეყნის წარმოჩენა; სხვათაშორის, უკრაინის საგარეო უწყებამ მადლობა გადაუხადა საქართველოს მაღალი სტანდარტებით შემუშავებული მხარდამჭერი რეზოლუციის გამო;

ადრეც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, ნატო-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარმატებული ვიზიტი ასევე ,,შეუმჩნეველი“ დარჩა ოპოზიციისთვის;

ოპოზიცია ფაქტობრივად არ მონაწილეობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შემუშავებაში, საპარლამენტო ტრიბუნას იყენებს მათი კერპის გულის საამებლად და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დასაკნინებლად;

ეს სამი ფაქტი თვალნათლივ მიუთითებს, რომ ოპოზიციამ გადალახა ყველა შესაძლო წითელი ხაზი და მათი ქმედებები ხელისუფლების ოპონირებიდან ქვეყნის ოპონირებად გარდაიქმნა“, - წერს ზაზა მარიდაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner