logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ცხრა სპორტსმენს, რომლებიც საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ
- +

4 თებერვალი. 2022. 10:45

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებებს უსურვებს ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქართველი სპორტსმენები სპორტის სამ სახეობაში იასპარეზებენ.

 

„დღეიდან ქართველ სპორტსმენებს მთელი საქართველო გულშემატკივრობს. 2022 წლის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები დაიწყო. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ცხრა სპორტსმენს, რომლებიც საქართველოს სახელით იასპარეზებენ სპორტის სამ სახეობაში”,- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner