Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 22 263 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 272 371.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 25.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.87%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 053 966.
➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, აჭარა - 2 173, იმერეთი - 3 357, ქვემო ქართლი - 1 340, შიდა ქართლი - 1 279, გურია - 456, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 480, კახეთი - 1 091, მცხეთა-მთიანეთი - 479, სამცხე-ჯავახეთი - 376, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 103.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც: