logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მონაცემები რაც შეიძლება ქვემოთ წამოვიდეს
- +

4 თებერვალი. 2022. 11:43

 

 

„ჩვენმა ქვეყანამ თუნდაც გაზაფხულის შემდეგ რომ შეძლოს განაგრძოს ნორმალურ რიტმში ცხოვრება და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხებზე ორიენტირება, დასრულდეს პანდემია და დარჩეს როგორც სამედიცინო პრობლემა და ეს არ იყოს ეკონომიკური, პოლიტიკური და ა.შ. , ამისთვის საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის აცრა,“ - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მონაცემები რაც შეიძლება ქვემოთ წამოვიდეს. 3.7 მილიონი მოსახლეობისთვის ეს ძალიან მაღალი ციფრებია და გვაქვს შესაძლებლობა, ბუსტერული დოზის დამატების და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებების გამოყენებით ეს ციფრები შევამციროთ. ინფექცია შეიძლება განვითარდეს, მაგრამ აცრილ ადამიანს ის ძირითადად სახლში გადააქვს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner