ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სვენ მიქსერმა ხაზგასმით კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
მისი თქმით, სვენ მიქსერისგან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღეს.
„გზავნილები იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ასოცირების შეთანხმება იმისთვის, რომ პროგრესი გვქონდეს და კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.