logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: სვენ მიქსერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი
- +

4 თებერვალი. 2022. 11:44

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სვენ მიქსერმა ხაზგასმით კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

 

მისი თქმით, სვენ მიქსერისგან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღეს.

 

„გზავნილები იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ასოცირების შეთანხმება იმისთვის, რომ პროგრესი გვქონდეს და კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner