logo_geo
eng_logo
1000 ლარი მასწავლებლებს ღია გაკვეთილის ჩატარებისთვის - ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივა
- +

4 აგვისტო. 2016. 18:59



განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა "ლიბერალთან" ინტერვიუში საუბრობს, რომ იგეგმება სკოლებისთვის თავისუფალი გაკვეთილების ჩასატარებალად მცირე გრანტების გაცემა.


ჯეჯელავას განაცხადებით,  მცირე გრანტების გაცემის პროექტის დაწყებისთანავე პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, ამა თუ იმ საგანში "თავისუფალი გაკვეთილების" ჩატარების შესახებ სამინისტროში შეიტანონ საგრანტო განაცხადი და მიიღონ დაფინანსება, რომელიც მინისტრის თქმით 3000 ლარით იქნება განსაზღვრული.


ჯეჯელავას თქმით, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში 3000 ლარიდან 1000 ლარს სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს, 1000 ლარს - პედაგოგი, 1000 ლარი კი, პროექტისთვის საჭირო ხარჯებს დაფარავს.


„ვაპირებთ, გავაკეთოთ მცირე გრანტების პროგრამა, რომელიც სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების ჩატარებისთვის იქნება გამიზნული. თავისუფალ გაკვეთილს ბავშვი სურვილის მიხედვით დაესწრება. მოსწავლეები არ ისხდებიან ფორმალურად, არ დაიწერება ნიშნები, არ მიეცემა საშინაო დავალებებიც. წახალისდება ტექნოლოგიების გამოყენება, თამაში და ა.შ. მასწავლებელი ამა თუ იმ საგანში თავისუფალი გაკვეთილის ჩასატარებლად შემოიტანს საგრანტო განაცხადს, გაწერს აქტივობებს და მოითხოვს დაფინანსებას. შეიქმნება კომისია, რომელიც იქნება გამჭირვალე და მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებით არ დაკომპლექტდება. ეს კომისია გააკეთებს გრანტების ადმინისტრირებას. ის კონკრეტულ მასწავლებელს აძლევს 3000 ლარს და მასწავლებელი 3 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ ჩაატარებს თავისუფალ გაკვეთილს. სამთვიანი გრანტის დასასრულ პედაგოგი დაწერს შემაჯამებელ ანგარიშს - რა გააკეთა. თუ საქმე შედეგიანად წარიმართა, გაუგრძელებენ და მეორე სამთვიან პორციას მისცემენ; თუ საქმემ სამჯერ წარმატებით ჩაიარა - გაიცემა ერთწლიანი გრანტი", - განაცხადა ჯეჯელავამ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner